პრემიერ-მინისტრი თუშეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუშეთში, საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს შეხვდა, მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მესაზღვრეების, პოლიციელებისა და მეხანძრე-მაშველების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია. დღესვე, მთავრობის მეთაურმა სოფელ ომალოში, პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერა.