პრემიერ-მინისტრი ტოივო კლაარს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საუბრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.

პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში.

დისკუსიისას ხაზი გაესვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების აუცილებლობას და ამ პროცესში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.

ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას.