მისალოც ტექსტს აქვეყნებს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაში წერია:
შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.
მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა. ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული.
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას, – ეს იყო პრემიერის მისალოცი მიმართვა.