პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება. გიორგი გახარიასთან ერთად პროცესს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და იმერეთის გუბერნატორი გაეცნენ. მიმდინარეობს პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორცილებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პოლონური კომპანია აეროპორტში თანამედროვე სისტემებს ამონტაჟებს, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების მიზანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა და განვითარებაა, რაც საბოლოო ჯამში თოთოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება. სწორედ პირველი ივლისიდან იხსნება საჰაერო მიმოსვლა. აეროპორტებში დამონტაჟდება სკანერები, იმისათვის რომ მგზავრების შემოწმება, სოციალური დისტანციის დაცვით მაქსიმალურად კომფორტულად მოხდეს. აუცილებელია პირბადის გამოყენება. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი დამატებითი კვლევები ჩატარდება.