საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალებს 8 მარტს ულოცავს.
განცხადებაში ვკითხულობთ: უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღეს. ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში.
ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფე თამარი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა იშვიათობა იყო, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას უკვე ჰყავდა პოლიტიკური პარტიისა და დამფუძნებელი კრების წევრი ქალები.