ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში. პრემიერ-მინისტრის რანგში ის პირველ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისტან ერთად. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.