საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში 27 ივნისს ელოდებიან. მამუკა ბახტაძე დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება.
მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.
საპარლამენტო ოპოზიცია პემიერ მინისტრის, პასუხს რუსთაველის გამზირზე მომხდარზეც მოითხოვს, უმცირესობა, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის საკითხთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის პოზიციით დაინტერესდება.