პრემიერ-მინისტრი პარლამენტში

ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და მთავრობის საპასუხო ქმედებები – ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი დეპუტატებს. ინტერპელაციის ფორმატში პრემიერის პარლამენტში გამოსვლა გრძელდება. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა საქართველოზე, მეორე ფრონტის გახსნის რისკი და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა – ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების მთავარი აქცენტები.