საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. მამუკა ბახტაძე ღონისძიებაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მოწვევით იმყოფება. ლი კეციანმა მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო რეზიდენციაშიც უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემები იყო ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების მნიშვნელობა. დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.