დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარაში იმყოფებოდა. სწორედ აჭარით დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა იმ პროექტების გაცნობა, რომელიც პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს. ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია, ჩაქვში კი ძალოსნობის ბაზა შენდება. პრემიერი დღეს მაღალმთიან აჭარასაც სტუმრობდა და იმ ოჯახებს შეხვდა, რომლებმაც საქმიანობა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით დაიწყეს.