პრემიერ-მინისტრი: კანონზე მაღლა ვერავინ დადგება

კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების თემაზე, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ გამართული ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მსგავსი დავები მხოლოდ კანონით რეგულირდება.

გიორგი გაჩეჩილაძემ კერძო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ კარტერულ შეთანხმებაზე, სიტროენ ჯორჯიას ადვოკატთან ერთად ისაუბრა. საავტომობილო კომპანია კონკრეტულ კომპანიებს უჩივის, რომლის სათავეში, მათი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.