ილია მეორეს იუბილეს ულოცავს ქვეყნის პრემიერ მინისტრი:
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია.
მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.
მისალოც წერილს აქვეყნებს პრეზიდენტიც:
თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ იუბილეს და აღსაყდრების 40 წლისთავს. ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრება ეს არის ბრძოლა, ბრძოლა, როგორც ადამიანის შიგნით, ასევე იმ გამოწვევებთან, რომელსაც საზოგადოება და ამქვეყნიური პრობლემები, მის წინაშე აყენებს.
პრეზიდენტმა მისალოც წერილში პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.