პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა. 15 მარტს ტოკიოში ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც მამუკა ბახტაძე, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტთან ერთად გახსნის. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები იაპონიის პრემიერის მოადგილესთან. ასევე, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მთავრობის მეთაური ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენასაც გახსნის. ექსპოზიცია უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს.