პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ერთად გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა. მეუფე პრემიერს ტაძრის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის შედეგადაც დასრულდა გუმბათი, თაღები და სამშენებლო პროცესის დასკვნითი ნაწილი. მიტროპოლიტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად ხატები გადასცა.