პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე

მსოფლიოს 100-მდე ლიდერი ბაქოში ერთი მიზნის გარშემო – როგორ უნდა შემცირდეს გარემოსთვის კლიმატური ცვლილებებით მიყენებული ზიანი – გამოწვევების დაძლევის გზებს კლიმატის ცვლილების სამიტზე განიხილავენ, რომელშიც საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს.

განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკაში, ნახშირბადის ემისიის შემცირება და ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიის წყაროებით წილის ზრდა – საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის დედაქალაქში შეკრებილებს ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები და მათ შესასრულებლად გაწერილი გეგმები გააცნო. სწორედ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელზე გაკეთდა, რომლის მონაწილეები საქართველო და აზერბაიჯანიც არიან. სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი თემა სწორედ ენერგოსფეროში დაგეგმილი პროექტებია, რადგან ენერგოსექტორი გლობალური დათბობის და კლიმატური ცვლილებების მთავარი ხელშემწყობია. გლობალური შეთანხმება, რომლის ნაწილიც საქართველოცაა, 2050 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევას გულისხმობს.

რა გზავნილებით არის ჩასული ქართული დელეგაცია აზერბაიჯანის დედაქალაქში, – ანა ბროლაძე აშუქებს სამიტს,