პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მხარდამჭერ გზავნილებს იღებს. პრემიერ-მინისტრის ესპანეთში მიმდინარე შეხვედრებზე ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერა დასტურდება. დისკუსია შედგა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან, შარლ მიშელთან და ჯოზეფ ბორელთან, ასევე, ბულგარელ კოლეგასთან, ფინეთის, სლოვენიისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებთან და სერბეთის პრეზიდენტთან. მაღალი დონის შეხვედრები დღესაც გრძელდება.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს და პრემიერის ვიზიტს.