პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. მამუკა ბახტაძე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მამუკა ბახტაძისა და დონალდ ტუსკის პრესისადმი ერთობლივი მიმართვა.

დონალდ ტუსკის გარდა, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ქართულ დელეგაციას, დღესვე, ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს. რა საკითხებს განიხილავენ მაღალი რანგის შეხვედრებზე?