ვახტანგ მახარობლიშვილი – ქართულ-ბელგიურ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად განვითარების დიდი რესურსი აქვს

02:06, 19.07.2018

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი ქართული დელეგაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მასპინძელი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იქნება. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

დღესვე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს.

“ბელგია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრაზე მათ შორის ეკონომიკურ თემებზეც იქნება საუბარი”,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა.

როგორც მახარობლიშვილი ამბობს,  ქართულ-ბელგიურ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად განვითარების დიდი რესურსი აქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.

მსგავსი