დავით ზალკალიანი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ხვალ ვისაუბრებთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
დავით ზალკალიანი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ხვალ ვისაუბრებთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ბრიუსელში საქართველოს მთავრობის დელეგაციის მთავარი მასპინძელი ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები, საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე იმსჯელებენ.

„კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, ის პოზიტიური გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან მის იმპლემენტაციამდე და და ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც გვაქვს საჭიროებს შემდეგომ ნაბიჯებს.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს თანმიმდევრულ სვლას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.