პანდემიის გამო დაზარალებული ბიზნეს-სექტორი საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას ითხოვს. საკუთარი პრობლემები და მოთხოვნები ბიზნესმენებმა დღეს პრემიერს გააცნეს. მსხვილი დამსაქმებლების თხოვნაა, რომ საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებული შეღავაღები კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები კი გადავადებული ქონების და საშემოსავლო გადახასადების ჩამოწერის ინიციატივით გამოდიან. ამ წინადადებების გაზიარების შემთხვევაში კერძო სექტორი თანამშრომლების შენარჩუნების პირობას დებს.