პრემიერ-მინისტრი საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროექტებს ეცნობა. პირველი რეგიონი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა, აჭარაა. პრემიერი დღეს მაღალმთიან აჭარას ესტუმრა, ამ წუთებში კი ქობულეთში იმყოფება, სადაც სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოებს ათვალიერებს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა. საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 ათასი დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი.
საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედაში იმყოფებოდა, სადაც გორგაძეების ოჯახში საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა.