პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისთვის 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა.
პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარება პროფესიულ უნარებში და საგნობრივში მოუწევთ. თუ ისინი გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ და 19 კრედიტს დააგროვებენ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ და ხელფასს 150 ლარი დაემატება. ხოლო მასწავლებლობის მსურველებს მხოლოდ საგნობრივი გამოცდის ჩაბარება და მათთვის დადგენილი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
ასევე, შეფასებისა და გამოცდების ცენტრში განმარტავენ, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგებს ჯილდოს მოთხოვნა და პროფესიიდან გასვლა შეუძლიათ, როგორც გამოცდამდე, ისე იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ვერ დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას.
რეგისტრაცია ხვალ დასრულდება.