პეტრო პოროშენკო იყო ერთადერთი ქვეყნის ლიდერი, რომელმაც საქართველოდან წასულ ექსპრეზიდენტს პოლიტიკური კარიერის ხელახლა დაწყების შანსი მისცა. თავიდან სააკაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. სამ თვეში კი ოდესის ოლქი ჩაიბარა. სწორედ ამ პოსტზე მუშაობის დროს დაუპირისპირდა სააკაშვილი პოროშენკოს და მის მთავრობას. პოლიტიკური მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა მწვავე პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა. “მე აბსოლუტურად არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში, რადგან ის მოწვეული იყო ჩემს დასახმარებლად, მაგრამ სამწუხარო შედეგებს ვხედავთ – მას არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია”, – ეს არის ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც პოროშენკომ ჟურნალისტებს ივნისში მისცა.
მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს დაპირისპირების ქრონოლოგია მარიამ ცარელაშვილის რეპორტაჟში.