პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს: „ჩვენ არ ვერევით საქართველოს მართლმსაჯულებაში, მაგრამ აქ, ევროპაში, ჩვენ სააკაშვილი გვახსოვს როგორც საქართველოს მოდერნიზატორი და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება გათავისუფლებული ციხიდან“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ. ამასთან, სიკორსკიმ 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა.