პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი საქართველოს ეწვია

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი და დელეგაცია საქართველოს ეწვია. პირველი შეხვედრა მარეკ კუხჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას მოაწერეს ხელი.

გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც.

დღესვე მარეკ კუხჩინსკი და ირაკლი კობახიძე პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვლენ სიტყვით.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სოფელ ოძისში მდებარე მავთულხლართების მონახულება.