პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში პოლონელი ექიმების ვიზიტს ეხმაურება.
მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონელმა ექიმებმა დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა. „მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“, – წერს მატეუშ მორავეცკი „ტვიტერში“.