პოლონეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელობა დაითხოვა
პოლონეთში პროტესტი მოყვა პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს Pap– ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ. მედიასაშუალებების მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ქვეყნის ყოფილი მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ წევრები იყვნენ მობილიზებულები, მათ შორის იყო ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. პოლონეთის ახალი მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებელს ადანაშაულებს „კანონი და სამართლიანობის“ პარტიის მმართველობის პერიოდში მთავრობის მხარდაჭერასა და სიძულვილის ენის გავრცელებაში ოპოზიციის, ლგბტქ თემის და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიმართ, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.