პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები

კიდევ ერთი თემა, რომელზეც პოლიტიკური შეფასებები გრძელდება, პოლონელი ექიმების სააკაშვილთან ვიზიტი და მათი ქმედებაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პოლონეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და „ვივამედში“ მცირე სამედიცინო ინციდენტის გამო დიპლომატიური მისიის შეურაცხყოფა არ უნდა მოხდეს, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, მომხდარს კომიკურ შემთხვევას უწოდებს. უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება პოლონელ ექიმებთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა კლინიკიდან მის მალულად გატანას.