პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტი

ლობისტური კამპანიის ნაწილად სახელდება მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონელი ექიმების ჩამოყვანის ორგანიზებაც.

სკანდალით დასრულებულ ვიზიტზე ოფიციალური თბილისი ვარშავისგან განმარტებას და რეაგირებას ამ დრომდე ელის. ქართული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადება, სადაც პოლონელი მედიკოსის ჩხრეკის ამსახველი კადრების გასაჯაროების გამო უკმაყოფილებაა გამოთქმული. მიხეილ სააკაშვილისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღების ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ პოლონელი ექიმის მხრიდან ნიმუშის ცალკე აღების და მისი ფეხსამცლით გატანის მცდელობა ხელისუფლებას ანალიზის გაყალბების ეჭვს უჩენს და პოლონელ მედიკოსებთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

პოლონელი ექიმის მიმართ პრეტენზიები აქვს კლინიკა „ვივამედსაც“.