კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ადგილი ჰქონდა სამწუხარო ინციდენტს, ეს ნიშნავს სამედიცინო ეთიკის დარღვევას მაშინ, როდესაც მოწვეულ ექიმებს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონიათ ნიმუშების გატანასთან დაკავშირებით. ჩხაიძის განმარტებით, როგორც კი ოფიციალური ნებართვა გაიცა, პოლონურ მხარეს ადგილზევე გადაეცა ნიმუშები.
საკითხზე დღეს კომენტარი მედიასთან ასევე გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ.