„ვივამედში“ პოლონელი ექიმების ვიზიტი და სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანის სავარაუდო მცდელობა ისევ შეფასებების საგანია. ამჯერად, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და კადრებს პოლონელი დეპუტატი ტომაშ იასკოლა ეხმაურება. პოლონეთის სეიმის წევრი „ტვიტერში“ წერს, რომ ფაქტს პოლონური მხარისგან სწრაფი და მძაფრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამისი ინფორმაცია 14 ივლისს გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებული სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და მის კლინიკიდან გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.