პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე წარადგინა. რაც შეეხება ახალ გენერალურ მდივანს, ის ირაკლი კუპრაძე იქნება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდები ჩაერთონ. მისივე თქმით, დავით უსუფაშვილის მთლიანი ძალისხმევა ახლა უკვე საპარლამენტო საქმისკენ იქნება მიმართული.