ცოტა ხნის წინ დასრულდა პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც პარტიის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს, ისაუბრეს დასახულ ამოცანებთან დაკავშირებით. ლიდერები განმარტავენ, რომ ეს არჩევნების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების პირველი შეხვედრაა. განსაზღვრეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც იგულისხმება ბრძოლა ბოლომდე. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.