დასახელდება კონკრეტული თარიღი, თუ გადაიდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ – პარტიაში ამ თემაზე ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. შეხვედრას ხვალ სამი საათიდან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს, რომელიც უკრაინიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
არჩევნებთან დაკავშირებით, ტექნიკური დეტალები პრაქტიკულად შეთანხმებულია და გარკვეულია, რომ ხმის მიცემის პროცესი ელექტრონულად წარიმართება. გადაწვეტილება ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა ახლა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით უნდა მიიღონ.