პოლიტიკური უთანხმოება თბილისის გენგეგმის გარშემო

დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კვლავ უთანხმოების მიზეზია.

დოკუმენტზე საკუთარ შენიშვნებს თბილისის მთავრობა დღეს პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს დახურულ ფორმატში აცნობს, თუმცა უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ დანიშნული განხილვის შესახებ შეტყობინება მათ შეხვედრის დაწყებამდე მხოლოდ 15 წუთით ადრე მიიღეს.

საკითხზე განმარტებები თბილისის მერმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთეს. ოპოზიცია კი შეხვედრას არ დასწრებია.