ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მაჩალიკაშვილების ინტერესებს დაიცავს. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში რამდენიმე საკითხი პრობლემურია და ორგანიზაციას დამოუკიდებელი გამოძიების იმედი ნაკლებად აქვს. დღესვე მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას საახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა, მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან სწავლობს მაჩალიკაშვილის საქმეს და წერილი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში, შსს-ში, ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე უსაფრთხოების სამსახურსა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საკითხს დღეს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.