პოლიტიკური შეფასებები საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე

პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შეფასება.

ოპონენტები მმართველი გუნდის ლიდერების დღევანდელმა გზავნილმა გააღიზიანა. პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები ეკლესიაში მიმდინარე მძიმე პროცესების და მღვდელთმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავას სკანდალური გამოსვლების მიღმა „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს არ გამორიცხავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ეკლესიის მიმართ მიზანმიმართულ შტურმს აქვს ადგილი. ამ კონტექსტში ისინი პარალელს 20-21 ივნისის მოვლენებთანაც ავლებენ და კონკრეტული ძალების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობაზე მიუთითებენ. პასუხად ბრალდების ადრესატებმა ხელისუფლებას მეუფე იაკობის ასევე რეზონანსული განცხადება შეახსენეს და მასზე რეაგირება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.