ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების თარიღის გადადებას ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. „ევროკომისიის დასკვნის გადადება ნიშნავს, რომ აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე და შეინახეს მორიგი ეტაპისთვის, არჩევნების მერე აქციების დასახმარებლად.“ ასეთია მამუკა მდინარაძის შეფასება. ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების თარიღის გადადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც.