„ქართული ოცნების“ გზავნილებს აკრიტიკებს ოპოზიცია – მათი თქმით, მმართველი გუნდი საკუთარი განცხადებებით მაქსიმალურად ცდილობს, შეინარჩუნოს ხელისუფლება და არ ფიქრობს ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე. მათივე შეფასებით, კონკრეტული მიმართულებებით გაჯერებული ინიციატივები საქართველოსთვის საზიანოა.
მმართველ გუნდში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ მთავარი მიზანი საკუთარი სამშობლოსა და მოსახლეობის კეთილდღეობაა, რისთვისაც მაქსიმუმს გააკეთებენ, თუმცა არჩევნებზე მხარდამჭერების აქტიურობა გადამწყვეტია.