უმრავლესობის წევრების განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხის დაინიცირებას ცდილობდა, პოლიტიკურ სპექტრში ისევ შეფასებების თემაა. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და სახალხო ზეიმის ფონზე, მათი ოპონენტები, საერთაშორისო საზოგადოებისგან ქვეყნის იზოლაციას ცდილობდნენ. „ქართული ოცნების“ ბრალდებებს ოპოზიციაში პასუხობენ.