ევროკომისიის გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოსთვის ახალ შანსებს აჩენს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შესასრულებელი პირობების ნაწილზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება აიღებს, თუმცა არის საკითხები სადაც, ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულება ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს და ძალიან მალე დანიშნოს პოლიტიკურ სპექტრთან შეხვედრა, სადაც სამომავლო გეგმებზე მოხდება პოზიციების შეჯერება.