მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაეყვანა. პირველი ეტაპი გავლილია, მაგრამ ეს ძირითადი მოთხოვნა არ იყო. „ბრძოლას ვაგრძელებთ ყველა იმ კონსტიტუციური მეთოდით, რისი უფლებაც გვაქვს“, – ამბობს ნონა მამულაშვილი და განმარტავს, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ოპოზიციის პროტესტს უერთდება პარტია „ლელოც“, თუმცა, საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტების ერთადერთი მიზანი, დესტრუქცია და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არეულობის შემოტანაა.