პრემიერ მინისტრის მიმართვა პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.
ოპოზიციის გამოხმაურება საკმაოდ კრიტიკულია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მსგავსი ფორმით მოსკოვთან ურთიერთობა კატეგორიულად მიუღებელია.
განსხვავებულია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. მმართველ გუნდში პრემიერის მიმართვას იწონებენ და მას პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მოქმედებას უწოდებენ, რომელსაც რუსეთის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
შორენა ხვიჩია განაგრძობს თემაზე საუბარს.