პოლიტიკური შეფასება

ბინძური მეთოდი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება – ასეთია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასება ფარულ ჩანაწერებზე. მისი თქმით, ამგვარი ჩანაწერების ტირაჟირებით პროცესის წახალისება ხდება.

შალვა ნათელაშვილი აღნიშნულ ფაქტს „კაგებეს“ მეთოდებს უწოდებს და ამბობს, რომ ჩანაწერების ავტორებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.