ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 17 დღე რჩება.
პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო კამპანიას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატების მონაწილეობით იმართება მოსახლეობასთან შეხვედრები. ისინი პოტენციურ ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას და საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს აცნობენ.
2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა 64 ქალაქის მერს აირჩევს.