„გახარია საქართველოსთვის“ წევრი ვიკა ფილფანი შუქრუთის გაფიცულ მოქალაქეებს შეხვდა. მისი განცხადებით, ადგილობრივების პრობლემის მოგვარება ხელისუფლების პრიორიტეტს არ წამოადგენს. ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე 184-ე დღეა ითხოვს. აქციის სამმა მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.