„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოსთვის 14-მილიარდიან დახმარებაზე საუბრობს, რომელსაც, მისივე თქმით, მმართველი პარტია ბლოკავს. კოალიციის ლიდერი პრემიერ-მინისტრს საჯარო დებატებში იწვევს და ამბობს, რომ სწორედ მაშინ ისაუბრებს იმ კონკრეტული ფონდების შესახებ, საიდანაც საქართველო 14 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.