კოალიცია „ძლიერი საქართველო“ განათლების საკითხებთან დაკავშირებით, კამპანიას აგრძელებს. ამჯერად კოალიციის წევრები ნაძალადევში მე-14 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სკოლის შენობა მთლიანად დანგრეულია და სკოლის მოსწავლეებს მესამე სასწავლო წელია, თემქაზე მდებარე სკოლაში უწევთ სიარული. კოალიციაში ამბობენ, რომ მსგავს მდგომარეობაში დედაქალაქის მასშტაბით არაერთი სკოლაა.