პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია 

საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლი პოლიტიკური სუბიექტები ამომრჩევლებთან საკუთარი გუნდის და სტრატეგიის პრეზენტაციას განაგრძობენ.

საარჩევნო პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია „კოვიდ-19“-ის პანდემიას და პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის გზებსაც. შეხვედრების პარალელურად იმართება აქციები სხვადასხვა ინიციატივით და მოთხოვნით და ისმის პრეტენზიები უთანასწორო საარჩევნო გარემოს შესახებ.