კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. ლანა გალდავა და აგილ მუსტაფაევი, „მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ადგილობრივ ახალგაზრდებსა და არჩევნებში პირველად მონაწილე პირებს შეხვდნენ. პოლიტიკოსებმა მათ კოალიციის საპროგრამო ხედვები გააცნეს, რის შემდეგადაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტი მხარდაჭერილია ბრიტანეთის საელჩოსა და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ. შეხვედრის მიზანი საარჩევნოდ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და საარჩევნო აქტივობის ხელშეწყობაა. ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.